ბადრი ჯაფარიძე - „ოცნება“ ვალდებულია შეასრულოს მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულება, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მმართველი პარტია ვალდებულია შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას გულისხმობს.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, პარლამენტს აქვს ბერკეტი იმისა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა შეაჩეროს.

„ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა იმ ვალდებულებას, რომელიც აღებულია შარლ მიშელის დოკუმენტით. ფორმალურად საუბარია იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ იყო მხარე ამ შეთანხმების, მაგრამ „ქართული ოცნებაა“ ამ შეთანხმების მხარე. ამიტომ, ვალდებულია შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულება. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნა და ეს პროცესი ხელახლა დაიწყოს“ , - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენის შეფასებისას განაცხადა, რომ უკიდურესად იმედგაცრუებულია იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც, ცალსახად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში. კელი დეგნანის შეფასებით, ახლა გამოჩნდება, პარლამენტი, მმართველი ძალა და ოპოზიცია რეალურად ერთგულნი არიან თუ არა იმ ვალდებულებების შესრულების, რომელზეც ისინი 19 აპრილს შეთანხმდნენ. როგორც ელჩმა აღნიშნა, თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, ეს წარმოშობს კითხვებს 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა