Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 2.55 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, დღეში ვაქცინაცია საშუალოდ 37 მილიონ ადამიანს უტარდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 2.55 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 16.7%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.

მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 37 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 966 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 316 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 319 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 272 მილიონი. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.9% აიცრა, ევროკავშირში - 27.1%, აშშ-ში კი - 44.7%.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა