სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

20 ივნისს სომხეთში ქვეყნის პარლამენტის ვადამდელი არჩევნები იმართება. მასში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულია 25 პოლიტიკური ძალა - 21 პარტია და 4 ბლოკი.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8:00 საათზე გაიხსნა. 2008 საარჩევნო უბნიდან 479 ერევანშია განთავსებული, 1529 - რაიონებში.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 2 მილიონ 578 ათას ადამიანს, მათ შორის 855 ათასზე მეტს დედაქალაქში. 363 ადამიანს არჩევნებში ელექტრონული წესით მონაწილეობის მიღების უფლება აქვს. ესენი არიან დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.

ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ქვეყნის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი პირველი იყო, ვინც არჩევანი გააკეთა. მას ჟურნალისტებთან საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ არ უსაუბრია.

წინა დღით მან მოსახლეობას მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო პროცესი სამართლიანი იქნება.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!