სასამართლო 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებული დედისა და მამინაცვლის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებული დედისა და მამინაცვლის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს პაროკურატურამ სასამართლოს ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალი დაუსაბუთებელია.

"რეალურად საქმე არის შეთითხნილი, იმიტომ, რომ წამების საქმის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, მათ შორის ბავშვის ჩვენება. ბავშვს ჩვენება მიცემული აქვს ჩამოყალიბებულად სამართლებრივად. მას დააწერინეს ჩვენება და მოაწერინეს ხელი, რომელსაც საქმის განხილვის დროს ის ვერ დაადასტურებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს დაცვის მხარე მოსთხოვს, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე მოხდეს დატოვება. როგორც ბრალდების მხარე ამბობს, ეს ფოტომასალა არის ერთი წლის წინანდელი. გუშინ სასამართლოზე იყო ბავშვი. რაც მე შევხედე ბავშვს, დაზიანება არ აქვს. როდის მიიღო ეს დაზიანება, ვინ გადაიღო ფოტოები, ვინ გადააგზავნა, ეს არის გასარკვევი გამოძიების მიერ. ამ ფოტოებიდან გამომდინარე არ შეიძლება ადამინს წაუყენო წამების ბრალდება", - განაცხადა მუხრან ღურცკაიამ.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, მ.დ. და მისი მეუღლე ა.ს. ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. სამართალდამცავებმა მ.დ. და ა.ს. 18 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა