რელიგიის საკითხთა სააგენტო სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემსა და ევანგელურ-პროტესტანტულ  ეკლესიას სულთმოფენობას ულოცავს

დღეს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი სულთმოფენობას დღესასწაულობს, ასევე საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს, სახელმწიფო რელიგიის სააგენტო, მათ დღესასწაულს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიასა და მის მრევლს სულიწმინდის მოფენას, სახარების რწმენის ეკლესიასა და მის მრევლს, კი სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს.

დღეს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი სულთმოფენობას დღესასწაულობს. სახარების სწავლებით, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, იერუსალიმში, ციდან გარდამოვლენილი ღვთაებრივი ცეცხლი ქრისტეს მოწაფეებზე გადმოვიდა, რომლებმაც სხვადასხვა ენებზე დაიწყეს ქადაგება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს სულიწმინდის მოფენას ულოცავს. სახარების რწმენით, ღმერთმა ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანია.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. სახარების რწმენით, ღმერთმა ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიასა და მის მრევლს და მშვიდობას გისურვებთ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს სახარების რწმენის ეკლესიასა და მის მრევლს. სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული არა მხოლოდ წარსული მოვლენების გახსენებაა, არამედ ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანს წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა