რუსეთში კორონავირუსის 17 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 450 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 17 611 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 5 300 000-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 450 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 129 361-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში ვირუსისგან დღემდე 4.8 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ მსოფლიოში მე-6 ადგილზეა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს