ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში იბრაჰიმ რაისის გამარჯვება შემაშფოთებელია

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ლიორ ჰაიატი ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში იბრაჰიმ რაისის გამარჯვებას ემხაურება.

მისი თქმით, რაისი ირანისთვის ბოლო პერიოდის ყველაზე რადიკალი და ექტრემისტი პრეზიდენტი იქნება და საერთაშორისო საზოგადოებას საფრთხეს შეუქმნის. პრეს-სპიკერის თქმით, ახალი პრეზიდენტი ირანის ბირთვულ საქმიანობას უფრო გააძლიერებს.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივნისს გაიმართა, სადაც ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელმა ებრაჰიმ რაისმა 17.8 მილიონი ხმა, ანუ ამომრჩევლების ხმების 62% მიიღო. იბრაჰიმ რაისის ინაუგურაცია აგვისტოში შედგება. ის ირანის ულტრა-კონსერვატიული ძალების წარმომადგენელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა