ვატიკანი ევროკავშირის დამფუძნებლის რობერტ შუმანის კანონიზირებას იწყებს

კათოლიკური ეკლესია ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებლის რობერტ შუმანის კანონიზირებას იწყება. გამოცემა „politico“-ს ინფორმაციით, ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ დეკრეტში აღნიშნულია, რომ პაპმა ფრანცისკემ აღიარა შუმანის „გმირული სათნოებები“.

მედიის ცნობით, ასეთი დეკრეტის გამოცემა ტიტულით „ღირსი“ წარმოადგენს პირველ ნაბიჯს წმინდანად შერაცხვის ხანგრძლივ პროცედურაში. მასთან ერთად, ვატიკანი კიდევ სხვა ადამიანთა დამსახურებებსაც აღიარებს, მათ შორის, 10 მონაზონი ქალის, რომლებიც საბჭოთა ჯარისკაცებმა პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის ბოლოს მოკლეს.

რობერტ შუმანი ორჯერ იყო საფრანგეთის პრემიერ - მინისტრი. ის 1886 წელს ლუქსემბურგში დაიბადა. იყო ევროკავშირის პირველი პრეზიდენტი. ის 1963 წელს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა