წინასწარი შედეგებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს

სომხეთში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია ლიდერობს.

სომხური მედიის ინფორმაციით, ხმების 33.49 პროცენტის დათვლის შემდეგ, ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმება“, ხმების 58.45% მოიპოვა.

მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, 18.65%-ით. მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელმაც, წინასწარი მმონაცემებით, ხმების 5.41% მოიპოვა. გაგიკ ცარუკიანის ბლოკმა, „აყვავებული სომხეთი“, ხმების 4.94% მიიღო.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2 593 572 პოტენციური ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 1 281 174 მოქალაქემ, ანუ 49.4%-მა მიიღო.

შეგახსენებთ, სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო 2000-მდე საარჩევნო უბანი. ხმის მიცემის პროცესი 8:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათამდე გაგრძელდა. არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობდა.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“