ნიკოლ ფაშინიანი -  უკვე ვიცით, რომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ

სომეხმა ხალხმა „სამოქალაქო შეთანხმებას“ და პირადად მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, მოგვანიჭა მანდატი, რომ ქვეყანას გავუძღვეთ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართელმა პარტიამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

”ჩვენ უკვე ვიცით, რომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ და პარლამენტში დამაჯერებელი უმრავლესობა გვეყოლება,“- აღნიშნა ფაშინიანმა და მხარდამჭერებს ორშაბათს საღამოს ერევნის მთავარ მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსში აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგემის მიმართ უნდობლობა არსებობს.

„უამრავი სიგნალია საარჩევნო უბნებიდან, რაც არჩევნების შედეგების ორგანიზებულ და დაგეგმილ ფალსიფიცირებას ცხადყოფს და არჩევნების მიმართ უნდობლობის სერიოზული მიზეზია,“- აღნიშნულია საარჩევნო ბლოკ „სომხეთის“ განცხადებაში.

მათი მტკიცებით, არჩევნების შედეგებს მანამ არ აღიარებენ, სანამ დარღვევების შესწავლა არ მოხდება.

იხილეთ ვიდეო:ნიკოლ ფაშინიანი - უკვე ვიცით, რომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა