ნიკოლ ფაშინიანი - ახლად არჩეულ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და შექმნის მთავრობას, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მის პარტიას ახლად არჩეულ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.

„ამრიგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ახლად არჩეულ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა (მინიმუმ 71 დეპუტატი 105-დან) ექნება და შექმნის მთავრობას, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ,“- წერს ფაშინიანი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, სომხეთის ცენტრალურმა კომისიამ ხმების დათვლის პროცედურა 2008-ვე საარჩევნო უბანზე დაასრულა. წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია, „სამოქალაქო შეთანხმება“, ხმების 53.92%-ით ლიდერობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს