ანა ნაცვლიშვილი - ერთადერთი, რაც თამარ ჟვანიას შეუძლია უკეთესი საარჩევნო გარემოსთვის და სახელმწიფოსთვის გააკეთოს, ეს არის გადადგომა

როცა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანია ინიშნებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ სიტყვების თქმა მომიწევდა, მაგრამ თამარ ჟვანიას საჯაროდ ერთადერთ რამეს ვეტყოდი - ერთადერთი რაც მას შეუძლია უკეთესი საარჩევნო გარემოსთვის და სახელმწიფოსთვის გააკეთოს, ეს არის მისი გადადგომა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

„ერთადერთი ღირებული, რაც მას შეუძლია საარჩევნო პროცესს, პოლიტიკურ პროცესს და უკეთეს არჩევნებს შესძინოს, არის მხოლოდ გადადგომა. ეს არის ის ერთადერთი, რითიც შეუძლია უკეთესობას შეუწყოს ხელი", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, იაგო ხვიჩია, ლევან იოსელიანი, პაატა მანჯგალაძე, ანა ნაცვლიშვილი, ასევე ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.

კონსულტაციის მთავარი თემაა საარჩევნო კოდექსზე ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციები.

მხარები იმსჯელებენ, რა უნდა აისახოს და როგორ შეიძლება დაკორექტირდეს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტი. დღეს, ცვლილებებს მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა