თავდაცვის მინისტრმა ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, ახალციხეში, პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო ბაზაზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ორსართულიანი ახლად გარემონტებული ყაზარმა, საქვაბის ახალი შენობა, მულტიფუნქციური ახლადმოწყობილი სტადიონი და სველი წერტილების შენობა მოინახულეს.

უახლოეს პერიოდში ბატალიონის ტერიტორიაზე სასადილოს, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე, დროშის ანძის მონტაჟის სამუშაოები განხორციელდება.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით, ბაზებზე ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

„ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები გაეცნენ. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება და ამისთვის 2020 წელს 100 მილიონი ლარი გამოიყო, რაც წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი მოცულობის თანხაა და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა. წელს ეს პოლიტიკა გრძელდება და ინფრასტრუქტურის გამართვასა და მშენებლობაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ თანხებით 100-მდე ობიექტის მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება. შედეგად, ქართველ სამხედროებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნებათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა