შალვა პაპუაშვილი - თამარ ჟვანიას ბოდიშს თუ არ მოუხდიან, მინიმუმ დაელაპარაკონ და ის მაინც მოისმინონ, აგრესიის ტალღის დროს, რომელიც მის მიმართ იყო, რას განიცდიდა

ბოდიშს თუ არ მოუხდიან, მინიმუმ დაელაპარაკონ და ის მაინც მოისმინონ, აგრესიის ტალღის დროს, რომელიც მის მიმართ იყო, რას განიცდიდა ეს ადამიანი და ყველამ ამ პასუხისმგებლობით იმოქმედოს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიაზე თამარ ჟვანიას მოსმენასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ე.წ. მტკიცებულება, რაც ჟვანიას მიმართ არსებობდა და შემაჯამებელი ოქმების არაზუსტობას ეხებოდა, ბათილია და ამიტომ „პრეტენზია არასწორია“.

„საინტერესო იქნება მისი მოსმენა. კითხვები როგორ კომისიას, ისე საზოგადოებას ექნება. ყველა კითხვა დაისმება. მნიშვნელოვანია მისი განმარტებების მოსმენა.

ამ პროცესმა გვაჩვენა ის, რომ რაზეც შეიძლებოდა თამარ ჟვანიას შევდავებოდით, იყო ის, რომ შემაჯამებელი ოქმი არ იყო ზუსტი. ამას ამბობდა პარალელური დათვლა და ეს იყო მთავარი ე.წ. მტკიცებულება, თუმცა თავად პარალელური დათვლა აღმოჩნდა ბათილი და არასწორი. აქედან გამომდინარე პრეტენზია არასწორია. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას ჟვანიას მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი, თუმცა რამდენად ეყოფათ გამბედაობა არ ვიცი”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, საარჩევნო უბნების 2%-ია გადათვლილი, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ არჩევნებზე არანიარი სისტემური პრობლემები არ არსებობდა.

„ჩვენი გეგმაა, რომ „ქართულმა ოცნებამ” მინიმუმ გაიმეოროს ის შედეგი, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებში გვქონდა. ამ შედეგებთან დაკავშირებით რომ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს, საგამოძიებო კომისიამ დაადასტურა. 20 უბანი გადაითვალა. ამას ემატება 38 უბანი, რომელიც თავის დროზე გადაითვალა. დაახლოებით 60 უბანია გადათვლილი, რაც საქართველოში არსებული უბნების 2%-ია. დადასტურდა ერთი რამ, რომ არანიარი სისტემური პრობლემები არ არსებობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, რომელიც აიხსნება სპეციფიკით, რომელიც ზოგადად ახასიათებს არჩევნებს. ამას დაემატა კოვიდით გამოწვეული სპეციფიური მდგომარეობა საარჩევნო უბნებზე ვფიქრობ, დასკვნა მიდის იქით, რომ სისტემური პრობლემა არ გამოვლენილა”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამ წუთებში უსმენენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა