თამარ ჟვანია - კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი არ არის მხოლოდ დღეს და 2020 წლის არჩევნების პრობლემა, დიდი ხანია არსებობს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, „ევროპელი სოციალისტების“ წევრის დავით ზილფიმიანის განცხადებით, მიუხედავად არაერთგზის ჩატარებული ტრენინგებისა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ნაწილმა, ყველაზე მთავარი საკითხები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაიგეს.

როგორც მან აღნიშნა, ტრენინგების გავლას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

„საარჩევნო უბნებში ზოგიერთი წევრი მრავალ არჩევნებს ესწრებოდა, ეს არ არის მხოლოდ 2020 წლის არჩევნები. გამომჟღავნდა, რომ მიუხედავად ყველა არჩევნების წინ ტრენინგის გავლისა, ყველაზე მთავარი საკითხებიც კი, რომელიც წევრმა უნდა იცოდეს, მათ ეს საკითხები აქ გაიგეს. მე დამრჩა შთაბეჭდილება, ზოგიერთ სატრენინგო ჯგუფს ჰქონდა ფორმალური ხასიათი ანუ ისინი ტრენინგებს გადიოდნენ და ამდენი ტრენინგის შემდეგ ვერაფერი ვერ გაიგეს“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ზილფიმიანს კომისიის სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას.

„ეს საკითხი არ არის მხოლოდ დღეს და 2020 წლის არჩევნების პრობლემა. კომპეტენციის საკითხი დიდი ხანია არსებობს, მათ შორის გვხვდება ანგარიშებში. საარჩევნო ადმინისტრაცია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, რომ რამენაირად გამოასწოროს აღნიშნული პრობლემა. თუმცა, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. საარჩევნო კანონმდებლობა თავისი არსით რთული კანონმდებლობაა და ის პროცედურები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიებს აქვთ განსახორციელებელი, არ არის მარტივად შესასრულებელი. ჩვენ შეიძლება ეს მარტივად მოგვეჩვენოს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ ერთი თვის განმავლობაში არიან კომისიის წევრები, მათ ამ ერთი თვის განმავლობაში უტარდებათ ტრენინგები. ეს არ არის საკმარისი ამ რთული პროცედურებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ჟვანიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა