კომიტეტმა პანდემიით შექმნილი ვითარების სამართავად, სპეციალური ღონისძიებების 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომლითაც ხდება კანონის იმ ნორმების მოქმედების ვადის გაგრძელება, რომელიც მთავრობას პანდემიით შექმნილი ვითარების სამართავად შესაბამის ბერკეტებს აძლევს.

„კანონპროექტის მიზანია 2021 წლის 1-ელი ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა", - განაცხადა მომხსენებელმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ.

ცვლილებები ასევე შედის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში".

ცვლილებების მიხედვით, ქვეყნის შესაბამის უწყებებს 2022 წლის 1 იანვრამდე ექნებათ შესაძლებლობა განაგრძონ ეფექტიანი ბრძოლა კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ და კვლავ გაატარონ შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ მიმართული ყველა აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებები.

კანონპროექტები საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ვლადიმერ კახაძის, ზაალ მიქელაძის, ანტონ ობოლაშვილის, ზაზა ლომინაძის, ირმა ზავრადაშვილისა და დავით სერგეენკოს საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლებიც გამარტივებული წესით განიხილება.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს