ჯანმო - დაბალი შემოსავლის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგები იწურება

დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების დიდ ნაწილს, რომელიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს „კოვაქსის“ სქემის საშუალებით იღებს, პროგრამის გასაგრძელებლად საჭირო დოზები არ აქვს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.

ჯანმოს უფროსი მრჩევლის, ბრიუს ეილვარდის თქმით, კოვაქსის პროგრამის ფარგლებში 131 ქვეყანას ვაქცინების 90 მილიონი დოზა მიაწოდეს, მაგრამ ეს მოსახლეობის ვირუსისგან დასაცავად საკმარისი არ არის.

"თუ ჩვენ გადავხედავთ იმას, რასაც ქვეყნებიდან ყოველდღიურად ვისმენთ, ნახევარზე მეტს მარაგი ამოეწურა და ვაქცინას ითხოვს," - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, დეფიციტის შესავსებად ზოგიერთმა ქვეყანამ ალტერნატიული გზების გამონახვა სცადეს.

„კოვაქსის“ თავდაპირველი მიზანი ქვეყნებისთვის, 2021 წლის ბოლოსთვის, ვაქცინების ორი მილიარდი დოზის მოწოდება იყო. თუმცა, ვაქცინების განაწილების პროცესს ხელი შეუშალა წარმოებისა და მიწოდების შეფერხებამ, რამაც გამოიწვია დეფიციტი იმ ქვეყნებში, რომლებიც მთლიანად „კოვაქსზე“ არიან დამოკიდებული.

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები დაბალი შემოსავლის ქვეყნებისთვის მიმდინარე წოლის ბოლომდე ვაქცინების 1 მილიარდამდე დოზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ, თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს რაოდენობა საკმარისი არ არის. ჯანდაცვის ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ იმ რაოდენობის მოქალაქეების ვაქცინაციას, რაც პანდემიის დასრულებისთვისაა საჭირო, შეიძლება თვეები, ან წლებიც კი, დასჭირდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს