გურამ მაჭარაშვილი რუსთაველის თეატრის დასის რუსეთში გამგზავრებაზე - ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკური პროცესები, კულტურა, მეცნიერება

ჩვენ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პოლიტიკური პროცესები, კულტურა, მეცნიერება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა რუსთაველის თეატრის დასის რუსეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ჩვენ არა ეთნოსს, არამედ ოკუპაციას ვებრძვით.

"ჩვენ არ ვებრძვით ეთნოსს, ჩვენ ვებრძვით ოკუპაციას, ვებრძვით ადამიანის უფლებების დარღვევას. რა თქმა უნდა, ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ჩვენ არ ვებრძვით არც ეთნოსს, არც კულტურას და არც მეცნიერებას", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებთან ერთად, 27 ივნისს საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი მოსკოვში თავის საპრემიერო სპექტაკლს გამართავს. რუსთაველის თეატრი მოსკოვში რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული“ ითამაშებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა