რობერტ ქოჩარიანი - ადგილი ჰქონდა მასობრივ დარღვევებს, შედეგების გასაჩივრების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და ბლოკ „სომხეთის“ ლიდერი რობერტ ქოჩარიანი აცხადებს, რომ 20 ივნისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები მოულოდნელი იყო.

„ადგილი ჰქონდა მასობრივ დარღვევებს. დავინახეთ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. შედეგების გასაჩივრების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ,“- აღნიშნა ქოჩარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, საზოგადებრივი გამოკითხვის შედეგები განსხვავებულ სურათს აჩვენებდა.

შეგახსენებთ, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმება“, ამომრჩეველთა ხმების 53.92% მიიღო, მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ - 21.04%-ით, მესამე ადგილზე გასულმა საარჩევნო ბლოკმა „მაქვს პატივი“, რომლის ლიდერი ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანია, არჩევნებში ხმების 5.23% მოიპოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს