სერგო ჩიხლაძე - გამოძიებას ჩავატარებდი, სად დაიკარგა „ასტრაზენეკას“ 5 ათასი დოზა, სად არის აცდენა, ეს არის გულგრილობა, ცუდი, საზიზღარი მენეჯმენტი

ეს არის ენით აღუწერელი დანაშაულებრივი გულგრილობა. როგორ შეიძლება ამხელა დეფიციტი გქონდეს - ბევრი კითხვაა, ამ საკითხზე გამოძიებასაც ჩავატარებდი“, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეფერხების მიზეზებს.

სერგო ჩიხლაძე „ინტერპრესნიუსთან“ დაგეგმვის უნარების არარსებობასა და კომპეტენციის პრობლემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისთვის საინტერესოა რატომ არის ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ 5 ათასი დოზის დეფიციტი.

„ეს არის ენით აღუწერელი დანაშაულებრივი გულგრილობა. როგორ შეიძლება ამხელა დეფიციტი გქონდეს, როგორ შეიძლება ვერ გათვალო? ეს ხომ მარტივია. რატომ არის 5 ათასი დოზის დეფიციტი? სად წავიდა? რატომ ვერ გაანაწილეს. ხომ უნდა დათვლილიყო ეს დოზები. ან რატომ არ შემოვიდა დროზე ეს დამატებით დოზები. ბევრი კითხვაა, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებასაც ჩავატარებდი, სად დაიკარგა ეს 5 ათასი დოზა, ან სად არის აცდენა. ხომ უნდა ვიცოდეთ? კრიტიკისთვის კი არ ვამბობ, ანალიზი ხომ უნდა ჩავატაროთ სად წავიდა? ეს არ არის ერთი და ორი, 5 ათასი დოზის აცდენა რატომ არის? ეს არის დანაშაულებრივი გულგრილობა, ძალიან ცუდი, საზიზღარი მენეჯმენტი. დაგემვის უნარების არარსებობა, კომპეტენციის პრობლემა“,-აღნიშნავს ჩიხლაძე.

რაც შეეხება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას, ჩიხლაძის თქმით, შეზღუდვების მოხსნა კარგია, თუმცა დაგვიანებული.

„რეგულაციების მოხსნას დადებითად ვაფასებ, მაგრამ დაგვიანებულია. იცით, რომ უკვე რამდენიმე თვეა ვითხოვდი, „კომენდანტიის საათის“ გაუქმებას და გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნას. ძალიან კარგია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ დაგვიანებული, თუნდაც გამომდინარე იქიდან, რომ 1-ელი ივლისიდან იხსნება „კომენდანტის საათი“, როდესაც წინა კვირაში, 15 ივნისიდან ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

თუ ტურისტულ სეზონს ვხსნით, მაშინ „კომენდანტის საათი“ როგორ წამოგვიდგენიათ გარე და შიდა ტურიზმისთვის, როდესაც ადამიანებს ვეუბნებით, რომ 20:00 საათზე სახლში წადით, დაშლა დაიწყეთ. ჩვენ დავინახეთ, რომ „კომენდანტის საათი“ არ არის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლას“,- აღნიშნავს ჩიხლაძე.

ცნობისთვის, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 1-ელი ივლისიდან გაუქმდება.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან. მისივე განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი ძირითადად შეიქმნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და ე.წ. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა