ნინო წილოსანმა Women Political Leaders 2021-ის სამიტში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა სამიტში - WPL (Women Political Leaders) 2021 მიიღო მონაწილეობა, რომელიც ონლაინ პლატფორმაზე გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„WPL-ი ყოველწლიურად მართავს სამიტს, რომლის მონაწილეებსაც საშუალება ეძლევათ ქალების გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის პერსპექტივებთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგი წარმართონ და ეს ფორუმიც ამ მიზანს ემსახურებოდა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით გლობალური ქსელის წარმომადგენლი მიმდინარე წელს გახდა.

WPL გლობალური ქსელია, რომელიც ქალ პოლიტიკურ ლიდერებს აერთიანებს და ის იდეების, გამოცდილებებისა თუ საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა