DIBS-ში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების კურსი მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების კურსი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კურსის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული კორუფციული რისკების გაცნობა, მათი აღმოფხვრისა და პრევენციის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ანტიკორუფციული საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვაა.

„ორდღიანი კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა. კურსის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა კორუფციის რისკები და მათი შემცირების მექნიზმები საჯარო სამსახურში, შიდა კონტროლის სისტემა და გენდერი თავდაცვის უწყებაში, ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციული რისკების მართვა,“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა