JTEC-ის ინიციატივის ნორვეგიელ ხელმძღვანელს მედალი „ღირსეული პარტნიორი“ გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ინიციატივის ნორვეგიელ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ კენეტ ბაკენს მედალი - „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკმა კენეტ ბაკენმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2019 წლის აგვისტოდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო.

|ნორვეგიელმა ექსპერტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა JTEC-ის განვითარებაში. მისი მხარდაჭერით, 2020 წელს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრსა (JTEC) და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმებას მოეწრა ხელი. აღნიშნული დოკუმენტი JTEC-ის, როგორც ნატო-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას ხელს შეუწყობს. ვიცე-პოლკოვნიკ კენეტ ბაკენის ინიციატივით, ნორვეგიის მხარემ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს 2020 წელს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა