არჩილ თალაკვაძე - გვაჩვენეთ შარლ მიშელის შეთანხმების ერთი პუნქტი, რომელსაც არ ვასრულებთ ისე, როგორც ჩაწერილია - სასამართლო მოსამართლეების გარეშე არ წერია მიშელის შეთანხმებაში

გვაჩვენეთ შარლ მიშელის შეთანხმების ერთი პუნქტი, რომელსაც არ ვეკიდებით პასუხისმგებლობით და არ ვასრულებთ ისე, როგორც ჩაწერილია, სასამართლო მოსამართლეების გარეშე არ წერია მიშელის შეთანხმებაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი 2 თვის განმავლობაში შეჩერებული იყო და მხოლოდ შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ გაგრძელდა, „შესაბამისად, ეს ვალდებულება და რეკომენდაცია შესრულებულია“.

არჩილ თალაკვაძე ასევე გამოეხმაურა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, ოპოზიცია პარლამენტიდან უნდა გავიდეს. თალაკვაძის შეფასებით, ეს განცხადება სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით „ლელოს“ დესტრუქციულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს და არის მცდელობა, სასამართლო სისტემაში პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა მოხდეს.

„კითხვას ვსვამ მამუკა ხაზარაძის განცხადების მიმართ, რატომ ამბობს წინასწარ უარს ეს პოლიტიკური პარტია მოსამართლეების კანდიდატურის განხილვის პროცესზე და იმ პროცედურაზე, რომელიც უნდა ჩატარდეს პარლამენტში? მათ შესაძლებლობა ექნებათ დაუსვან კითხვები კანდიდატებს და დაუმტკიცონ საზოგადოებას ის, რასაც განცხადებებში ამბობენ. ჩემი აზრით, ეს მიუთითებს მათ დესტრუქციულ დამოკიდებულებაზე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით და არის მცდელობა, პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა მოხდეს სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებზე, რომელიც მხოლოდ ისე უნდა ჩატარდეს როგორც ეს კანონში წერია. პარლამენტმა ყველა პარტიის მონაწილეობით უნდა განიხილოს კანდიდატურები და თუ ისინი ვერ დააკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, მხოლოდ მაშინ ექნებოდა ბატონ ხაზარაძეს მორალური უფლება ესაუბრა ამ პროცესებთან დაკავშირებით.

ეს განცხადება - „თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენ პარლამენტში აღარ ვიქნებით“ და არ შევალთო, ხომ არ გაგონებთ იმ პროცესს, როდესაც შეთანხმებამდე 7 თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს რადიკალური ბანაკი პოლიტიკური შანტაჟის გზით ცდილობდნენ პარლამენტის სამუშაო პროცესი დაებლოკათ და არჩევნების შედეგებისთვის ძირი გამოეთხარათ. მაშინაც, რადიკალური ოპოზიციის მესიჯი იყო, თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, სულ ერთია რა მიზეზით, ჩვენ არ შემოვალთ პარლამენტშიო. ეს არ გახლავთ დემოკრატია, ეს არ არის შეთანხმების აღებული ვალდებულებების შესრულება. თქვენ ხელი მოაწერეთ შეთანხმებას, რომლითაც ვალდებული ხართ პროცესში მიიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა