კარლ ჰარცელი - ყველაზე დიდი მონაპოვარი იყო, რომ დისკუსია პარლამენტში დაბრუნდა - იმედი მაქვს, ამ შეთანხმების სულისკვეთება გაგრძელდება

ყველაზე დიდი მონაპოვარი იყო, რომ დისკუსია პარლამენტში დაბრუნდა - იმედი მაქვს, ამ შეთანხმების სულისკვეთება გაგრძელდება,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის მოწოდებას ოპოზიციისადმი.

როგორც ჰარცელი აღნიშნავს, პარლამენტში დისკუსიის გაგრძელება საქართველოს დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ყველაზე უფრო დიდი მონაპოვარი იყო ის, რომ დისკუსიები გაგრძელდა და დაბრუნდა პარლამენტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი გამოწვევა არსებობს“,- განაცხადა ჰარცელმა.

ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, რომ თუ მმართველი გუნდი მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, პარლამენტიდან გავიდნენ.

„თუ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, მინდა სრულიად ოპოზიციას მოვუწოდო, რომ ჩვენ პარლამენტიდან გავალთ და „ქართული ოცნება“ დარჩებით მარტო“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა