შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილმა ამხელა გზა გაიარა, რომ ვაშინგტონში ჩასულიყო და იქ მყოფ გიორგი გახარიას შეხვედროდა - წრე შეიკრა და ამ ფაქტით დასტურდება ეჭვები, რაც გვქონდა

ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამხელა გზა გაიარა, რომ ჩასულიყო ვაშინგტონში და შეხვედროდა იქ მყოფ გიორგი გახარიას, ადასტურებს იმას, რომ მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ ალბათ, ერთმანეთთან განსახილველი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას შეხვედრის შესახებ.

"ჩვენ ვიხილეთ ფაქტები, მათ შორის, ვიდეო ფაქტები, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ვაშინგტონში, სადაც ასევე გიორგი გახარია არის და მათ შორის სავარაუდოდ, შედგა შეხვედრა. ეს ადასტურებს ერთ რამეს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გიორგი გახარიას გადადგომა აწყობდა "ნაციონალურ მოძრაობას", მისი დაბრუნება პოლიტიკაში აწყობს "ნაციონალურ მოძრაობას", ეს წრე შეიკრა და ამ ფაქტით დასტურდება ის ეჭვები, რაც ჩვენ გვქონდა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, "რუსთავი 2"- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა