Nexia TA - პირველი კომპანია ქართულ აუდიტორულ ბაზარზე, რომელიც გადახდებს ბიტკოინში მიიღებს

საერთაშორისო კრიპტო ბირჟა - Cryptal ქართულ კომპანიებს საშუალებას აძლევს გადახდები კრიპტოვალუტებით მიიღონ. ბირჟის ახალი პარტნიორია Nexia TA, რომლის კლიენტებიც დღეიდან მომსახურების საფასურის გადახდას ბიტკოინით შეძლებენ.

მსოფლიოში ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების პოპულარობა, როგორც გადახდის საშუალება, დღითიდღე იზრდება. დღეს ფინანსური ოპერაციების განხორცილება ბიტკოინების მეშვეობით ოპერაციებს ხდის უფრო სწრაფს, უსაფრთხოს და ეფექტურს, სწორედ ამიტომ Nexia TA-მ გადაწყვიტა კლიენტებისთვის გადახდის პირობები უფრო მოქნილი და მათ სურვილებზე მორგებული გახადოს.

Cryptal-ის, როგორც საერთაშორისო კრიპტო ბირჟის, კორპორატიული მიმართულების მთავარი იდეა კომპანიებისა და მათი მომხმარებლებისთვის ციფრული ვალუტებით ოპერაციების წარმოების ხელშეწყობაა.

მსოფლიოს მასშტაბით 1500-მდე კომპანია იღებს გადახდებს ბიტკოინში ან სხვა კრიპტოვალუტებში, მათ შორის, ფინტექ კომპანიები, სამხატვრო გალერეები და ტურისტული სააგენტოები. საქართველოში არსებული ხელსაყრელი მარეგულირებელი გარემო განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის ბიზნესის აქ წარმოებას და ასევე, ციფრული ვალუტების ჩართვას ყოველდღიურ ოპერაციებში.

Cryptal-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხვიჩა კოპინაძე აღნიშნავს, „მსოფლიოში დღითიდღე იზრდება ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების გადახდის საშუალებად გამოყენების პოპულარობა. კრიპტოვალუტების უკან მდგომი ტექნოლოგიები ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს უფრო ეფექტურსა და უსაფრთხოს ხდიან. Cryptal- ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართულ ეკონომიკაში კრიპტო ეკოსისტემის განვითარება და ასევე, მისი ფართო გამოყენების ხელშეწყობაა. მოხარულები ვართ, რომ რომ Nexia TA -სთან პარტნიორობით, ამ მიზნისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. “

„Nexia TA-ს ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა თანამედროვე და ინოვაციური ინსტრუმენტების ათვისების გზით კლიენტებისთვის რთული მოცემულობების გამარტივება. მოხარულები ვართ, რომ ქართულ აუდიტორულ და საკონსულტაციო ბაზარზე ჩვენ ვიქნებით პირველი კომპანია, რომელიც თავის კლიენტებს საშუალებას აძლევს ანგარიშსწორება სწრაფად და მარტივად მოახდინონ ბიტკოინებში“ - ამბობს Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი.

(R)

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს