საჩხერეში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კურსი ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში ტარდება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 27 წარმომადგენელი მონაწილეობს. ქართველი, ამერიკელი, უკრაინელი, ლატვიელი, ესტონელი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები სამი კვირის განმავლობაში წვრთნებს საჩხერისა და ჭიათურის საწვრთნელ უბნებზე გადიან. მსმენელები სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, სხვადასხვა სახის სამთო უნარ-ჩვევებს ავითარებენ და სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებს ეუფლებიან.

„წვრთნების ფარგლებში სამხედროები მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, გადაადგილების, დაშავებულის კოლექტიური გადარჩენის ევაკუაციის, კლდეზე დაშვების, ფიქსირებულ თოკზე ასვლის, კლდეზე ცოცვის, მდინარისა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის სავარჯიშოებს ასრულებენ. ზაფხულის საბაზისო კურსი 2 დღის განმავლობაში სიმაღლეზე ღამის გათენებით, 24-კილომეტრიანი ადმინისტრაციული მარშის განხორციელებასა და + 800 მ-ზე სიმაღლის აწევასაც გულისხმობს.

კურსი 13 ივნიის დაიწყო და 2 ივლისს დასრულდება. დასასრულს მონაწილეებს კომპლექსური და ფიზიკური ტესტები ჩაუტარდებათ. საბაზისო სწავლების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ მოგვიანებით შუალედური კურსის გავლის შესაძლებლობა ექნებათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა