რუსეთში კორონავირუსის 20 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობით თურქეთს გადაუსწრო

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 20 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 5.38 მილიონს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 568 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 131 463-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსისგან დღემდე 4.9 მილიონი ადამიანი განიკურნა.

პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს