დმიტრო კულება - მჯერა, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ევროკავშირს უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადასაჭრელად შეუძლია, არის ის, რომ სამივე სწრაფად დაიახლოვოს

ჩვენ გვაქვს საერთო პრობლემები, რომელიც გამოწვეულია ჩვენი ქვეყნების მიმართ რუსეთის დესტრუქციული ქმედებებისგან და ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის უპატივცემულობისგან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ასოცირებული ტრიოს“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.

„ჩვენ ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რასაც სამივე ქვეყნის მიმართ ევროკავშირი გამოხატავს, როდესაც საქმე კონფლიქტის მოგვარებას ეხება. თუმცა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს მანამ, სანამ კონფლიქტები არსებობს, ვინაიდან არცერთი კონფლიქტის დავიწყება ან მსუბუქად შეხედვა არ შეიძლება. ჩვენ ევროკავშირთან მუდმივ დიალოგში ვიმყოფებით, რა დამატებითი ზომების მიღება და ინიციატივების დაყენებაა შესაძლებელი იმისთვის, რომ კონფლიქტები დასრულდეს სამივე ქვეყანაში.

მტკიცედ მჯერა, რომ საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ევროკავშირს უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადასაჭრელად შეუძლია, არის ის, რომ სამივე ქვეყანა რაც შეიძლება მჭიდროდ და რაც შეიძლება სწრაფად დაიახლოვოს. რაც უფრო ძლიერები გავხდებით ევროკავშირთან ერთად, მით მეტი მოტივაცია მიეცემა ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს