მოლდოვას საგარეო უწყების ხელმძღვანელი - ეჭვგარეშეა, რომ „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნების გრძელვადიანი მიზანია, გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი

ეს „ასოცირების ტრიოს“ პირველი ერთობლივი ვიზიტია და იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს პოზიტიურ სიგნალს გავუგზავნით, - ამის შესახებ მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, აურელიო ჩოკოიმ „ასოცირებული ტრიოს“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.

„ფაქტი, რომ ჩვენმა სამმა ქვეყანამ ძალისხმევა გააერთიანა, ბუნებრივი პროცესია. არსებობს ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ძალისხმევა გავაერთიანეთ, პირველი : ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებიდან შვიდი წლის შემდეგ, ჩვენ გვჭირდება განვსაზღვროთ, როგორ შევინარჩუნოთ პროგრესი, გამოვიყენოთ შეთანხმებების პოტენციალის მაქსიმუმი, რათა გავხსნათ ახალი ჰორიზონტები. ეს კი დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე უნდა გაკეთდეს. მეორე – როგორ უზრუნველვყოთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ვითარდება მისი პარტნიორების საჭიროებებისა და მისწრაფებების შესაბამისად. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი. სამი ასოცირებული წევრის მთავარი მიზანი არის მივაღწიოთ იმ დღეს, იმ მდგომარეობას, როდესაც მზად ვიქნებით, ევროკავშირის წევრობისთვის.

ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს საზოგადოებებს სჭირდებათ პოლიტიკური წახალისება ევროკავშირის მხრიდან, მკაფიო მესიჯის მსგავსი, რომ ჩვენი სამი ასოცირებული ქვეყნის შემთხვევაში კარი არ არის დახურული. მოუთმენლად ველით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დეკემბერში, რომელიც პირველი სამიტი იქნება ბოლო 4 წლის განმავლობაში და ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შესაძლებლობა არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, არამედ ასევე ევროკავშირისთვის, რომ წარადგინონ მომავლის ამბიციური ხედვა“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა