ანგელა მერკელი - კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი გვაფრთხილებს, რომ ყურადღებით ვიყოთ - ევროპა ჯერ კიდევ „თხელ ყინულზე“ დადის

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპა, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, პანდემიასთან ბრძოლაში „თხელ ყინულზე“ დადის, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ქვეყნებმა პანდემიასთან დაკავშირებით სიფხიზლე უნდა გამოიჩინონ.

„ფხიზლად უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ იმედის საფუძველი არსებობს, პანდემია არ დასრულებულა, განსაკუთრებით მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში. გერმანიასა და ევროპაში კი ჯერ კიდევ „თხელ ყინულზე“ ვმოძრაობთ“, - აღნიშნა კანცლერმა.

მისი თქმით, განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველს ე.წ. „ინდური ვარიანტი“ ქმნის. „ახლად წარმოშობილი ვარიანტები, განსაკუთრებით „დელტა“ ვარიანტი, გვაფრთხილებენ, რომ ყურადღებით ვიყოთ,“ - აღნიშნა მერკელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა