დიმიტრი პესკოვი - ბრიტანულმა გამანადგურებელმა შავ ზღვაში პროვოკაცია მოაწყო

კრემლი შავ ზღვაში, ბრიტანულ გამანადგურებელთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს პროვოკაციად აფასებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრიტანულმა გამანადგურებელმა განახორციელა პროვოკაცია. უფრო მეტიც, ჩვენ ვწუხვართ, რადგან ეს იყო წინასწარგანზრახული და მომზადებული პროვოკაცია”, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, შავ ზღვაში HMS Defender- ის მოქმედებები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ბრიტანული ხომალდის ქმედებებით. მივიჩნევთ, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია და საერთაშორისო სამართალს არღვევს", - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალები საკმაოდ მკაცრ პოზიციას დაიკავებენ, თუ მომავალში მსგავსი პროვოკაციების მოწყობას შეეცდებიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს