ევროკავშირის 17-მა ლიდერმა LGBT+ თემის მხარდამჭერ წერილს მოაწერა ხელი

ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა წერილს, სადაც უნგრეთის მიერ ანტი-LGBT+ კანონის მიღების ფონზე LGBT+ საზოგადოების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ,-ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„გამოვთქვამთ ერთგულებას ჩვენი საერთო ფუნდამენტური ფასეულობების მიმართ, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირის ხელშეკრულების მე -2 მუხლში. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა LGBT+ საზოგადოების დისკრიმინაციის წინააღმდეგ და განვამტკიცოთ მათი ფუნდამეტური უფლებების დაცვა. მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ მომავალი ევროპული თაობები გაიზრდებიან თანასწორობისა და პატივისცემის ატმოსფეროში“, - ნათქვამია წერილში, რომესაც ხელს სხვებთან ერთად გერმანიის, საფრანგეთის,იტალიის, ესპანეთის, ბელგიისა და ლატვიის ლიდერებიც აწერენ.

„ევრონიუსი“ წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, წერილი წარადგინეს ესპანეთის და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრებმა პედრო სანჩესმა და ხავიერ ბეტელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა