პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ასამბლეას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა PABSEC-ის საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელსაც, მხარეების შეფასებით, წევრი ქვეყნების მოსახლეობისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია.

ხაზი გაესვა ასამბლეის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. ამასთანავე, აღინიშნა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება.

ასაფ ჰაჯიევმა კახა კუჭავას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტად სტამბულში მიიწვია.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ახალარჩეული ვიცე პრეზიდენტი, დავით სერგეენკო და ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა