ნიდერლანდების პრემიერი აცხადებს, რომ  უნგრეთის მიერ ანტი-LGBT+ კანონის მიღების შემდეგ მისი ადგილი ევროკავშირში აღარ არის

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რიუტეს განცხადებით, უნგრეთის მიერ ანტი-LGBT+ კანონის მიღების შემდეგ ამ ქვეყნის ადგილი ევროკავშირში აღარ არის.

მედიის ცნობით, ამის შესახებ რუტემ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემთვის, უნგრეთის ადგილი ევროკავშირში აღარ არის. მაგრამ მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ეს უნდა გადაწყვიტოს, კიდევ 26 ქვეყანაა“, - განაცხადა რუტემ.

ნიდერლანდების პრემიერის აზრით, თუკი უნგრეთი არ აჩვენებს არავითარ გაუმჯობესებას და ევროკავშირის ღირებულებების საწინააღმდეგოდ სვლას განაგრძობს, ის ევროკავშირის წევრობას შეწყვეტს.

„სამწუხაროდ, მე ვერ ვიტყვი დამოუკიდებლად და ვერც სხვა წევრი ქვეყნების სახელით - რომ უნდა გახვიდეთ. ეს უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ“, - განაცხადა რუტემ.

ამასთან, რუტემ კომენტარი გააკეთა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანია და საფრანგეთი ცდილობენ ვლადიმერ პუტინთან ევროკავშირის სამიტი გამართონ. ის ამბობს, რომ თავად ვლადიმერ პუტინს არ შეხვდება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBTQ მასალებს კრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა LGBTQ თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ. აიკრძალება. ამასთან, კომპანიებსა და დიდ ორგანიზაციებს LGBTQ თემის მხარდამჭერი ბანერების განთავსება აეკრძალებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო