სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანს პროვოკაციაში ადანაშაულებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სომხეთის მხარემ აზერბაიჯანულს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

„ეს მორიგი დეზინფორმაციაა. სომხეთის მხარეს არ უსვრია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმართულებით“, - განაცხადეს სამინისტროში და აღნიშნეს, რომ მათ მიერ ხსენებულ რაიონში ვითარება მშვიდია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა ადგილობრივი დროით 14:30 საათზე აზერბაიჯანის არმიის მიმართულებით პოზიციიდან, რომელიც განლაგებულია ბერდის რაიონის სოფელ აიგეძორთან, ცეცხლის გაუხსნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა