პოლონეთის პრემიერი - ევროკავშირსა და რუსეთს შორის უმაღლესი დიალოგი შესაძლებელია, თუკი მოსკოვი მეზობლების მიმართ აგრესიულ პოლიტიკას შეაჩერებს

ევროკავშირსა და რუსეთს შორის ახალი დიალოგი უმაღლეს დონეზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვი შეაჩერებს აგრესიულ პოლიტიკას თავისი მეზობლების მიმართ. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ - მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უმაღლეს დონეზე ნებისმიერი პირდაპირი დიალოგის დასაწყისი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ხდება ფაქტობრივი დეესკალაცია და აგრესიული პოლიტიკიდან ფაქტობრივი გამოსვლა.

„ჩვენთვის ერთმნიშვნელოვანი ვითარებაა. როდესაც ვხედავთ ჰიბრიდულ შეტევებს ჩვენ მეზობლებზე, ვფიქრობთ, რომ უკანასკნელი კიბერშეტევის კონტექსტში, ძნელია დიალოგი უმაღლეს დონეზე“ , - განაცხადა მორავეცკიმ.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამიტზე წამოწევს საკითხს უკანასკნელ კიბერშეტევებზე, რომლებიც პოლონელი მაღალჩინოსნების მიმართ განხორციელდა.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროკავშირს მოუწოდა, გაიმართოს მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა