კანადაში, კიდევ ერთი ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე, 750-ზე მეტი უსახელო საფლავი იპოვეს

კანადის ადგილობრივი ორგანიზაციის განცხადებით, სასკაჩევანში ასობით უსახელო საფლავი იპოვეს ადგილობრივი მკვიდრი ბავშვების ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე. Washingtonpost-ის და BBC-ის ცნობით, საფლავების რაოდენობა 750-ს აჭარბებს. ადგილობრივი ორგანიზაცია The Cowessess First Nation აღმოჩენას „საზარელს და შოკისმომგვრელს“ უწოდებს.

მედიის ცნობით, სკოლა-პანსიონს კათოლიკური ეკლესია მართავდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, სასაფლაოზე მხოლოდ ბავშვები არიან დაკრძალულნი, თუ უფროსებიც.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ კანადაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის შენობაში, მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 215 ბავშვის ნეშტი იყო დამარხული. კანადაში, მე-19-მე-20 საუკუნეებში სავალდებულო სკოლა-პანსიონებს მთავრობა და რელიგიური ლიდერები მართავდნენ და ამ სკოლების მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი ასიმილაცია იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა