აშშ-ის ელჩი რუსეთში დაბრუნდა

აშშ-ის ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი მოსკოვში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის ლიდერებმა ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა ჟენევაში 16 ივნისს პირისპირ შეხვედრა გამართეს.

„იმედი მაქვს, რუსეთის მთავრობაში ჩვენ კოლეგებთან თანამშრომლობის ჩვენი მიზნების მისაღწევად - სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების დასამყარებლად ამერიკასა და რუსეთს შორის“, - განუცხადა სალივანიმ სააგენტო „ინტერფაქსს“.

მისი თქმით, როგორც ჯო ბაიდენმა ჟენევაში განაცხადა, ვაშინგტონსა და მოსკოვზეა პასუხისმგებლობა დაკისრებული ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დასამყარებლად.

„უნდა ვითანამშრომლოთ იქ, სადაც ეს პასუხობს ჩვენ ურთიერთინტერესებს, ხოლო სადაც უთანხმოება გვაქვს, უნდა გავმართოთ ღია დიალოგი. მე დაუღალავად ვიმუშავებ იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც მიღწეული იყო 16 ივნისის სამიტზე. ყველა დანარჩენთან ერთად, იმედი მაქვს რუსეთის მთავრობაში კოლეგებთან თანამშრომლობისა, ორმხრივი დიალოგის მისაღწევად სტრატეგიულ სტაბილურობაში - დიალოგის, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნების სიკეთეს“ , - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

ამერიკის ელჩმა მოსკოვი აპრილის ბოლოს დატოვა. 20 ივნისს მუშაობას შეუდგა ამერიკაში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვიც, რომელიც ვაშინგტონში დაბრუნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო