რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ყირიმთან დაკავშირებით აბსურდულია და რუსეთი მას არ შეასრულებს, რადგან ის ქვეყნის კონსტიტუციასა და ეროვნულ სამართალს ეწინააღმეგება. ამის შესახებ საკუთარ „ტელეგრამ-არხზე“ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

„საპარლამენტო ასამბლეა, სამწუხაროდ, არ ღალატობს ორმაგ სტანდარტებს. რეზოლუციის მიღება მოწოდებით, რომ ყირიმში (რუსეთის ტერიტორიაზე !!!) გამოიყენებოდეს უკრაინის კანონმდებლობა - ზეაბსურდულია პირველ რიგში იურიდიული თვალსაზრისით“, - აცხადებს სლუცკი.

მისი თქმით, ასამბლეამ დროა, შეწყვიტოს გადაწყვეტილებების მიღება, რომლებსაც რუსეთი აშკარად არ შეასრულებს იმის გამო, რომ ისინი რუსეთის კონსტიტუციას და ქვეყნის სამართალს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ალბათ, ორმხრივი დიალოგი გაცილებით კონსტრუქციული პოზიციიდან წარიმართება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ოთხშაბათს მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ყირიმში არ უნდა გამოიყენოს საკუთარი კანონმდებლობა, მათ შორის, ტერორიზმის და ექსტრემიზმის სფეროში და რეკომენდაცია მიეცა, გამოიყენოს კანონები, რომლებიც უკრაინაში მოქმედებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა