გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენაზე მხარს დაუჭერს, თუმცა მესამე მოსმენამდე კანონპროექტის ორი სადაო საკითხი კონსენსუსით უნდა გადაიჭრას

საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ის „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენაზე მხარს დაუჭერს, თუმცა, მისი თქმით, მესამე მოსმენამდე კანონპროექტის ორი სადაო საკითხი კონსენსუსით უნდა გადაიჭრას. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მადლობა ყველას, ვინც ამ დოკუმენტზე იმუშავა. მართლა ძალიან სასარგებლო და ეფექტური სამუშაო არის გაწეული. მე დღეს მეორე მოსმენაზე ამას აუცილებლად მივცემ ხმას, მაგრამ თქვენთან, როგორც თავმჯდომარესთან მაქვს თხოვნა - იქნებ მოახერხოთ და შეკრიბოთ ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები, რათა ორ საკითხზე დავილაპარაკოთ: ეს არის „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგნელობა საარჩევნო კომისიებში და მეორე ქალბატონების შემცირებული კვოტა. ორივე არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი საკითხი. ახლა მეორე მოსმენაზე ხმას ვაძლევ იმისთვის, რომ პროცესი არ შეჩერდეს, მაგრამ თუ ეს საკითხები არ გადაწყდა, იძულებული ვიქნები მესამე მოსმენაზე ხმა არ მივცე, რაც ჩემთვის ძალიან ცუდი იქნება. ჩვენი ქვეყნისთვის ამ დოკუმენტის კონსენსუსზე დაფუძნებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის თხოვნას პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ უპასუხა და საკითხის განსახილველად შეხვედრის დანიშვნაზე თანხმობა განუცხადა.

„ჩვენ შეგვიძლია ორშაბათი დილა ვთქვათ შეკრებისთვის. დროს გაცნობებთ, შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა კუჭავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა