ალეკო ელისაშვილი ღარიბაშვილს - როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, როდის „შემოიჭერს ქამრებს“, ამ შავი „ჯიპებიდან“ როდის გადმოსხდებით?

მინდა გკითხოთ, როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, როდის „შემოიჭერს ქამრებს“, როდის შეამცირებს ბიუროკრატიის ხარჯს, ელემენტარული, ამ შავი „ჯიპებიდან“ როდის გადმოსხდებით?-ამ შეკითხვით მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პარლამენტში ანგარიშით წარდგა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ისეთ ქვეყანაზე ოცნებობს, სადაც პრემიერ-მინისტრი და ყველა მაღალი თანამდებობის პირი საზოგადოებრივი ტრანპორტით ივლის და „რიგითი მოქალაქეების მსგავსად იცხოვრებს“.

„ბატონო ირაკლი, თქვენც თქვით, რომ ძალიან ღატაკ ქვეყანაში ვცხოვრობთ, 550 ათასი ადამიანი სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, ერთი ამდენი ოცნებობს, რომ ეს დახმარება მიიღოს. მინდა გკითხოთ, როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, როდის „შემოიჭერს ქამრებს“, როდის შეამცირებს ბიუროკრატიის ხარჯს, ელემენტარული, ამ შავი „ჯიპებიდან“ როდის გადმოსდებით? აღრიცხული მაინც თუ გაქვთ, რამდენი იხარჯება ამ მანქანების ყიდვაზე, შენახვაზე, ბენზინის ჩასხმაზე. მე, მაგალითად ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, სადაც ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ყველა მაღალი თანამდებობის პირი საზოგადოებრივი ტრანპორტით ივლის და იცხოვრებს ისე, როგორც რიგითი მოქალაქეები ცხოვრობენ“,-განაცხადა ელისაშვილმა.

ის ასევე დაინტერესდა, გაუზრდის თუ არა საქართველოს მთავრობა ომის ვეტერანებს ანაზღაურებას, რომლებიც ამჟამად 22 ლარს იღებენ.

„თავდაცვის მინისტრი იყავით და იცით ეს ამბავი, იცით, როგორი დამამცირებელია 22 ლარი იმ ხალხისთვის, რომლებმაც როცა სამშობლოს დასჭირდა, წავიდნენ და საკუთარი სხეულით გადაეფარნენ საქართველოოს. 22 ლარად „ვუფასებთ“ ჩვენ ამ გარჯას და ძალისხმევას. აპირებთ თუ არა, რომ გაიზარდოს 100 ლარამდე, ესეც სამარცხვინოა, მაგრამ რომ გაიზარდოს. ვეტერანთა სამსახურს აქვს დაანგარიშებული, 37 მილიონი უნდა. აპირებთ თუ არა, რომ ეს შეცვალოთ?!“- მიმართა ელისაშვილმა ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს აცნობს.

იხილეთ ვიდეო:როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, როდის „შემოიჭერს ქამრებს“, ამ შავი „ჯიპებიდან“ როდის გადმოსხდებით? - ალეკო ელისაშვილი პრემიერს

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს