ლევან ხაბეიშვილი პრემიერს - 6665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ - აგერ, ის საათი, რომელშიც 300 ათასი ლარი გაქვთ გადახდილი

6665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე ბატონო ირაკლი და აგერ არის ის საათი, რომელშიც თქვენ 300 ათასი ლარი გაქვთ გადახდილი, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით გამოდის.

ხაბეიშვილმა სხდომაზე პლაკატებზე ამობეჭდილი კონკრეტული ციფრებიც წარადგინა, რომელიც მისი ინფორმაციით, მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ასახავს. დეპუტატმა პრემიერი ნეპოტიზმშიც დაადანაშაულა.

ამასთან, მან პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, მიაჩნია თუ არა თავი ხალხზე მზრუნველ მთავრობად მაშინ, როცა ქვეყანაში 73 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტია.

„მე ფეხზე ავდგები. მინდა, რომ მთავრობის წევრებმა ყველამ დაინახოს - რაღაცები მინდა გაჩვენოთ. მაგალითად, ბატონო ირაკლი, 1 ლარი და 50 თეთრი იცით, რას აღნიშნავს ან 73 თეთრი? თქვენ თუ არ იცით, მე გეტყვით, რომ ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს თქვენ ეუბნებით, რომ ყოველდღიურად 1 ლარად და 50 თეთრად გამოიკვებონ, სოციალურად დაუცველებს ვგულისხმობ. ომის ვეტერანებს ეუბნებით, რომ 73 თეთრად გამოიკვებონ. ბატონო ირაკლი, აქ არის 30 ათასი ლარი, დამრგვალებულია თქვენი ერთი თვის ხელფასი, ყოველდღიურად 1003 ლარს იღებდით, თქვენსავე დეკლარაციაში გაქვთ მითითებული იმ ფონზე, როდესაც 73 თეთრად გინდათ, რომ გამოიკვებონ ომის ვეტერანები. ასევე, 2,5 დოლარი და 1,9 დოლარი - ეს პენსია და საარსებო მინიმუმია. ამასობაში, 425.670 ლარი აბა რას გეუბნებათ ბატონო ირაკლი და მერე 71? ეს თანხა თქვენ და თქვენმა მეუღლემ გადაიხადეთ 2 ავტომობილში. 71 აღნიშნავს რიცხვს, რომ პოლიციელმა და ჯარისკაცმა ზუსტად ამდენი წელი უნდა ემსახუროს სახელმწიფოს ყოველდღურად, რომ თქვენაირი ავტომობილი იყიდოს. 300 ათასი ლარი და 6665 ადამიანი - ალბათ, ამასაც ვერ მიხვდებით, რას ნიშნავს. 6665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე ბატონო ირაკლი და აგერ არის ის საათი, რომელშიც თქვენ 300 ათასი ლარი გაქვთ გადახდილი. ამაზე ძვირადღირებულიც თუ გაქვთ, არ ვიცი.

ამ ფონზე, ასევე არ შემიძლია არ გაგახსენოთ ბატონო ირაკლი, თქვენი და, თეა ღარიბაშვილი რომ მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობს. თქვენი დის ქმარი, გაზისა და ნავთობის კორპორაციაში მუშაობს. თვენი ცოლის და, ნათია თამაზაშვილი შსს-ში, თქვენი ცოლის დის ქმარი სასამართლოში და თქვენი ცოლის დაქალებიც გყავთ დასაქმებული. ამ ყველაფრის ფონზე, მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს, ამ ტრიბუნაზე თქვენ ბევრი იტრაბახეთ, რომ თურმე წარმატებულ ქვეყანას აშენებთ და ამასობაში 73 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტიც გვყავს, თქვენ ფიქრობთ, რომ ხალხზე მზრუნველი მთავრობა ხართ?!“, - მიმართა ხაბეიშვილმა ღარიბაშვილს.

იხილეთ ვიდეო:"6665 ადამიანის საარსებო ყოველთვიური მინიმუმი თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ" - ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით