გიორგი ღვინიაშვილი - მოსახლეობა ვერ აბინავებს საკუთარ მოსავალს კომბაინების არასაკმარისი რაოდენობის გამო, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ორგანიზებულად დაეხმაროს ადგილობრივებს

„ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი ღვინიაშვილი, კახეთში ქერისა და ხორბლის მოსავლის აღებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობა მოსავალს ვერ აბინავებს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და კომბაინების არასაკმარისი რაოდენობის გამო.

ღვინიაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, ორგანიზებულად იმოქმედოს და დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი მოსავლის დაბინავებაში.

„მოგეხსენებათ კახეთში მიმდინარეობს ალოობა, ქერისა და ხორბლის მოსავლის აღება, ამ მომენტისათვის, ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა დააბინაოს თავისი მოსავალი კომბაინების არასაკმარისი რაოდენობის გამო.

განსაკუთრებით ეს ეხება ქერის მოსავალს, რომლის აღების აგროვადებიც ფაქტობრივად გასულია. ამის მიზეზი ის არის, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება კახეთში არსებულ სატრაქტორო პარკებს არ აქცევდა ყურადღებას და ძალიან ბევრი ტექნიკა გამოვიდა მწყობრიდან, ასევე ბევრი ტექნიკა გაიყიდა, რომლებიც არ ვიცით დღესდღეობით ვის ემსახურება.

გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, ორგანიზებულად დაუდგეს მოსახლეობას გვერდში, რადგან ისედაც ამ გაუსაძლის პირობებში გაჭირვებულმა ადამიანებმა დამატებით არ მიიღონ ზიანი“, - განაცხადა ღვინიაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა