ვატო ყიფიანი - აეროპორტში უსაფუძვლოდ დამაკავეს, 8 საათის განმავლობაში ვერ წყვეტდნენ რა უნდა ექნათ, მითხრეს, რომ საქართველოში ჩემი ყოფნა არ იყო სასურველი, მაგრამ არსად წავედი

8 საათის განმავლობაში ვერ წყვეტდნენ რა უნდა ექნათ, შემდეგ მოიტანეს საქმე, რომელზეც ჩვენება მაქვს მიცემული, თურმე ერთ საათში გადაწყდა, რომ მე ვარ მკვლელიც, დამკვეთიც და ყველაფერიც, - ამის შესახებ განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულმა ვატო ყიფიანმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, აეროპორტში განუცხადეს, რომ მისი ყოფნა საქართველოში სასურველი არ იყო, თუმცა წასვლა არ ისურვა და ქვეყანაში დარჩა.

„აეროპორტში დიდი ხნით უსაფუძვლოდ ვიყავი დაკავებული, 8 საათზე რატომ მოხდა ჩემთვის ბრალის წაყენება ვერ გავიგე. ჩამოვფრინდი 13:00 საათზე, დამხვდნენ საზღვართან და 20:00 საათამდე ველოდებოდით. 8 საათის განმავლობაში ვერ წყვეტდნენ რა უნდა ექნათ, შემდეგ მოიტანეს საქმე, რომელზეც ჩვენება მაქვს მიცემული. თურმე ერთ საათში გადაწყდა, რომ მე ვარ მკვლელიც, დამკვეთიც და ყველაფერიც. მითხრეს, რომ ამ ეტაპზე ჩემი ყოფნა საქართველოში არ იყო სასურველი, მაგრამ არსად არ წავედი, საქართველოში დავრჩი”, - აღნიშნა ვატო ყიფიანმა.

ცნობისთვის, ვატო ყიფიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 25,236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღების ორგანიზება) წარედგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა