კოლუმბიის მთავრობამ პრეზიდენტის ვერტმფრენზე თავდამსხმელის გამოსავლენად ჯილდო დააწესა

კოლუმბიის მთავრობამ პრეზიდენტ ივან დუკეს ვერტმფრენზე თავდამსხმელის გამოსავლენად ფულადი ჯილდო დააწესა.

BBC-ის ინფორმაციით, პირს, რომელიც პოლიციას თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს 796 000 აშშ დოლარს გადაუხდიან.

კოლუმბიის პრეზიდენტ ივან დუკეს ვერტმფრენს, რომელშიც ის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად იმყოფებოდა, 26 ივნისს ვენესუელას საზღვართან ახლოს ტყვიები დაუშინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დუკეს გარდა, ვერტმფრენში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი დიეგო მოლანო და შინაგან საქმეთა მინისტრი დანიელ პალასიოსი. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ინციდენტის დროს ვერტმფრენი კოლუმბიის კატატუმბოს რეგიონის თავზე მიფრინავდა, სადაც მემარცხენე შეიარაღებული დაჯგუფება „ეროვნული განმათავისუფლებელი არმია“ აფარებს თავს. დაჯგუფება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების ჩამონათვალშია შეტანილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს