ირანის პარლამენტის პრეს-სპიკერი - ირანი ბირთვული იარაღის ფოტომასალას „ატომური ენერგიის სააგენტოს“ არასოდეს გადასცემს

ირანის პარლამენტის პრეს-სპიკერის, მუჰამედ ბაქერ ქალიბაფისის თქმით, ირანი ბირთვული იარაღის ფოტომასალას „ატომური ენერგიის სააგენტოს“ არასოდეს გადასცემს.

მისი თქმით, თუ რა ხდება ირანის ბირთვულ ობიექტებში მხოლოდ ირანის საქმეა.

„შეთანხმებას ვადა გაუვიდა. ნებისმიერი სახის ინფორმაცია ირანის ბირთვული იარაღის ფლობის შესახებ ირანში დარჩება „ატამოური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ არ გადაეცემა“,-განაცხადა პარლამენტის პრეს-სპიკერმა.

ბირთვული შეთანხმება ირანსა და ექვს ქვეყანას შორის (გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი) 2015 წელს გაფორმდა. 2018 წელს აშშ-მა ხელშეკრულება დატოვა და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. ამ ნაბიჯის საპასუხოდ თეირანმა ბირთვული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო