დიმიტრი გვრიტიშვილი - მოვამზადეთ მიმართვა, რომელშიც გავაპროტესტეთ დეზინფორმაციული კამპანია - არსებობს მოსაზრებაც, რომ სტრატეგიული პარტნიორების ქმედებები არ შეესაბამება სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების პრინციპებს

ჩვენ მოვამზადეთ ერთობლივი მიმართვა, რომელსაც ხელი მოაწერა სამოსამართლო კორპუსის ყველა წევრმა, ვინც დღეს აქ იყო - მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას - არავის მიუხედავად სტატუსისა არ უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა ჩაერიოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მოსამართლეთა კორპუსის ნაწილმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოსთან და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს.

"დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც კიდევ ერთხელ საქართველოს სამოსამართლო კორპუსმა დააფიქსირა ერთსულოვნად თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ არავის მიუხედავად სტატუსისა არ უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა ჩაერიოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში. სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი ისე, როგორც არასდროს. ჩვენ მოვამზადეთ ერთობლივი მიმართვა, რომელსაც ხელი მოაწერა სამოსამართლო კორპუსის ყველა წევრმა, ვინც დღეს აქ იყო. მიმართვაში ნათქვამია, რომ მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. გამახვილდა ყურადღება ისეთ მიუღებელ ფორმებზე როგორიც არის მაგალითად სატელევიზიო კლიპების დამზადებაც, ცილისმწამებლური მასალით გაჯერებული. დავაფიქსირეთ მოთხოვნა და მოწოდება ყველა სუბიექტის მიმართ, ვინც ჩართული არის რამენაირი ფორმით პოლიტიკურ სამართლებრივ დისკუსიებში და აფიქსირებს საკუთარ მოწოდებებს და ულტიმატუმების ენით საუბრობს, მოვუწოდეთ, რომ შეწყვიტოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა. კონკრეტულად სუბიექტები სახელებით და გვარებით ჩვენ არ აგვისახავს, თუმცა სადისკუსიო შეხვედრაზე გამომსვლელი ზოგიერთი მოსამართლის მოსაზრებაში გაიჟღერა სუბიექტების სახელწოდებებმა, სახელებმა და გვარებმა. რამდენიმე მოსამართლემ დაასახელა და მოსამართლეთა კორპუსის ნაწილის აღქმაში, როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ და სამართლებრივი სახელმწიფოსთან და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების პრინციპებს.

არის მზადყოფნა სასამართლო კორპუსისა, რომ ითანამშრომლოს ნებისმიერ სუბიექტთან, ვისაც რეალურად სურს სისტემის გაჯანსაღება. ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ ამ მიზნით", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა