სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანული პოზიციების დაცხრილვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის პოზიციები დაცხრილა.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს მორიგ დეზინფორმაციას რამდენიმე საათის განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანის პოზიციების დაცხრილვის შესახებ. სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი არ გაუხსნიათ აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით. მეტიც, აზერბაიჯანული მხარის მიერ მითითებულ პერიოდში თავად აზერბაიჯანული მხარე აწარმოებდა სროლებს, რაზეც სომხურ მხარეს არ უპასუხია“,- ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მათი პოზიციების სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაცხრილვის შესახებ იუწყება.

„26 ივნისის 14:50 საათიდან 27 ივნისის 03:00 საათამდე სომხეთის ქვედანაყოფებმა პოზიციებიდან, რომლებიც განთავსებულია ვერდენის რაიონის სოფელ იუხარი შორჯასთან, პერიოდულად იცხრილებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან აზერბაიჯანის არმიის პოზიციები ქელბაჯარის რაიონის სოფლების ზეილიკისა და იმამბინასის მიმართულებით“, - ნათქვამია აზერბაიჯანის სამხედრო უწყების ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს